თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „თბილისობა 2016"-თან დაკავშირებით ქალაქში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. „თბილისობის" ფარგლებში ლეღვთახევის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის თბილისია გაცოცხლებული.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ასევე რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება და კულინარიული ფესტივალი იქნება.
ნარმანიას განცხადებით, თბილისობის გამართვა მერიას, ტრადიციულად, 1 მილიონი უჯდება და წელს 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა. დაზუსტებულ ციფრებს კი მერია დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.