logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არასოდეს გამოსწორდებიან
- +

15 ოქტომბერი. 2016. 13:30




პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ია მეტრეველმა „20/30"-ის ეთერში განაცხადა, რომ   „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას აუცილებლად მიიღებს, რითაც მათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და აღნიშნა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არასდროს გამოსწორდებიან.


„ქართულ ოცნებას" შეცდომები, რა თქმა უნდა, ჰქონდა, რაზეც აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ და ხალხის მოლოდინი გაამართლონ. „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას აუცილებლად მიიღებს, რითაც მათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამავე დროს, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს და მისივე არჩეული ხელისუფლება მუდმივად აკონტროლოს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", ეს ადამიანები არასოდეს არ გამოსწორდებიან. ეს ორჯერ ორი ოთხია. როცა მახსენდება, რა ბარბაროსობას სჩადიოდნენ, ვფიქრობ, საერთოდ ადამიანები იყვნენ თუ არა", - განაცხადა მეტრეველმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner