logo_geo
eng_logo
მაქსიმ სოკოლოვი: რუსეთი „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაფართოების საკითხზე მსჯელობს
- +

15 ოქტომბერი. 2016. 14:14




რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა, რუსულ-სომხურ რეგიონთაშორის ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაფართოების საკითხზე მსჯელობს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ამჟამად „ზემო ლარსზე" 5 საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს.


„ერთადერთ გამშვებ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით აკავშირებს სომხეთსა და რუსეთს, მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია საავტომობილო გადაზიდვების შემდგომ გამარტივებისკენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბიზნესისთვის. განიხილება აღნიშნული პუნქტის გაფართოების საკითხი", - განაცხადა სოკოლოვმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner