BBC-ის ცნობით, ეგვიპტის ავიაციამ სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში „ბოევიკების" პოზიციები დაბომბა. ავიადარტყმის შედეგად რამდენიმე „ბოევიკის" ლიკვიდირება მოხდა.
ავიაიერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც 14 ოქტომბერს, „ბოევიკებმა" ეგვიპტელ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც 12 სამხედრო ემსხვერპლა.
სინაის ნახევარკუნძულზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ადგილობრივმა „ბოევიკებმა" დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადეს.