logo_geo
eng_logo
ეგვიპტის ავიაციამ „ბოევიკების“ პოზიციები დაბომბა
- +

15 ოქტომბერი. 2016. 14:29


 


BBC-ის ცნობით, ეგვიპტის ავიაციამ სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში „ბოევიკების" პოზიციები დაბომბა. ავიადარტყმის შედეგად რამდენიმე „ბოევიკის" ლიკვიდირება მოხდა.


ავიაიერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც 14 ოქტომბერს, „ბოევიკებმა" ეგვიპტელ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც 12 სამხედრო ემსხვერპლა.


სინაის ნახევარკუნძულზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ადგილობრივმა „ბოევიკებმა" დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს"  ერთგულების ფიცი დადეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner