ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული „თბილისობა 2016" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ვეტერანებთან ერთად აღნიშნა.
დღესასწაულის ფარგლებში რიყეზე ხელოვანი ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ირაკლი ავალიშვილმა, ლელა ქაჩიბაიამ, გიგა არველაძემ, თენგიზ ცხვიტავამ , მზევარ იობიძემ და ხათუნა ჭანტურიამ დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს.
ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ოჯახთან ერთად დაათვალიერა.
გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.