logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება იყოს საფრთხე მაშინ, თუ მისი ალტერნატივა არ არის „ნაციონალური მოძრაობა“
- +

15 ოქტომბერი. 2016. 15:49


 

 

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით,  საკონსტიტუციო უმრავლესობას საფრთხედ ფსევდოლიბერალები წარმოაჩენენ.


„ეს არის შეფუთული იმ ხალხის მიერ, ვინც დამალა საკუთარი არჩევანი, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობა", ახლა ამ ფსევდოლიბერალური ბრჭყვიალებით გვიფუთავენ, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე.

საკონსტიტუციო უმრავლესობა, თეორიაში,  შეიძლება იყოს საფრთხე მაშინ, თუ მისი ალტერნატივა არ არის „ნაციონალური მოძრაობა". თუ ერთით მეტი  ნაციონალი პარლამენტში უნდა მოვიდეს, იმ ფსევდოლიბერალურის სანაცვლოდ, მაშინ ის არის საფრთხე",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

როგორც ნაცვლიშვილმა  ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, ამგვარი შეფუთვა,  საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების მიერ გათავისუფლებაზე უარის ტოლფასია.


 „ერთ მაგალითს მოვიყვან: ბუჰენვალდის ან აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ტყვე რომ არ გამოჰყოლოდა მოკავშირეებს, ბევრნი მოხვედით, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოხვედით ჩვენს გასათავისუფლებლად , აღარ გამოგყვებით, აქ დავრჩებითო, დაახლოებით ასეთი ანალოგია უნდა გავაკეთოთ",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner