logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილი „თბილისობის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
- +

15 ოქტომბერი. 2016. 17:18


 


დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისელებს  დღესასწაული მიულოცა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად „თბილისობის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.


საკრებულოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერთან, დედაქალაქის მერთან და დეპუტატებთან ერთად დღესასწაულის ფარგლებში გამართულ კულტურულ და სპორტულ, საბავშვო გასართობ ღონისძიებებს, ასევე კულინარიულ გამოფენებსა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობებს ეწვია.


ალიბეგაშვილი კოლეგებთან ერთად რიყის პარკში ღვინის, ასევე შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ყვავილებისა და ხილის დღესასწაულს დაესწრო.


მოგვიანებით, საკრებულოს წევრებმა რიყეზე გამართული სპორტული ღონისძიებებისკენ გადაინაცვლეს. დეპუტატებმა რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის ტურნირში მონაწილეებს „თბილისობა" მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.


„თბილისობა" მთელ ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. მათ შორის, ევროპის მოედანსა და რიყის ტერიტორიაზე „თბილისობისთვის" დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიებები ტარდება, ხოლო განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე მიმდინარეობებია წარმოდგენილი.


„თბილისობა 2016"-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე" დაიდგა. 9-მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.


„თბილისობის" დღესასწაულზე, რომელიც ხვალ გალა კონცერტით დასრულდება, დღეს საღამოს „საპატიო თბილისელი", ხოლო ხვალ კი „თბილისზე მზრუნველები" დაჯილდოვდებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner