logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია
- +

15 ოქტომბერი. 2016. 17:28


 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად „თბილისობის" აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა დაათვალიერა. აღნიშნულ გამოფენა-დეგუსტაციაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმოების პროდუქციაა წარმოდგენილი.


უპირველეს ყოვლისა, ყველას ვულოცავ „თბილისობის" დღესასწაულს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მათივე წარმოებული ქართული პროდუქციით უკვე აქტიურად არიან ჩართული მსგავს ღონისძიებებში. რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და მისი დაგემოვნება ყველა სტუმრისთვის მათ შორის, უცხოელი ტურისტებისთვის დღევანდელი დღესასწაულის შემადგენელი საპატიო ნაწილია",-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner