logo_geo
eng_logo
„თბილისობა 2016“ გრძელდება
- +

15 ოქტომბერი. 2016. 17:57


 


თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყეზე გამართულ ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო.


დღესასწაულის ფარგლებში, რიყესა და ევროპის მოედანზე მოეწყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.


რიყის პარკში „თბილისობის" პატარა სტუმრებისთვის მოეწყო საბავშვო თეატრი, კონცერტები, ქვიშის ქალაქი, მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები. პარკში განთავსდა რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე კულინარიის ქუჩა მოეწყო, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ.


ევროპისა და ღვინის მოედნებზე ქართული ტრადიციული ბაზარი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოს და ქართული ნუგბარის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ჩატარდა ასევე კულინარიული გამოფენები და თემატური მასტერკლასები.


ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე, 15 და 16 ოქტომბერს, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორული და ახალგაზრდული ბენდების კონცერტები გაიმართება.


Description: https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpt1/t31.0-8/14753675_786451011458337_9052018490744361014_o.jpg

Description: https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/t31.0-8/14590108_1183103078416302_814330549173908969_o.jpg

Description: https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xlt1/v/t1.0-9/14642076_1183103655082911_956086695763912403_n.jpg?oh=06dc4568e6a78393e3434437e0f3b5b0&oe=58A1A80A&__gda__=1486775579_bf5af0f973ea802b773ccc6c00abccfd

Description: https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/t31.0-8/14753263_1462537197096209_5882953276015611072_o.jpg

Description: https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/14650659_1462537067096222_2906029824171170303_n.jpg?oh=60ac0007053b255f9145a897f543071d&oe=589997E9

Description: https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/t31.0-8/14712462_1462537290429533_17409723632104823_o.jpg

Description: https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-xap1/t31.0-8/14681001_1462537070429555_2634520437373646881_o.jpg

Description: https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpl1/t31.0-8/14714942_1462537540429508_3781736155612366091_o.jpg

Description: https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xtp1/t31.0-8/14714992_1462538147096114_5927683900047417559_o.jpg

Description: https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/hphotos-ak-xat1/t31.0-8/14682192_1183103208416289_4452345131768179690_o.jpg 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner