logo_geo
eng_logo
„თბილისობა 2016“ ლეღვთახევში დაგეგმილი ღონისძიებებით გაიხსნა
- +

15 ოქტომბერი. 2016. 18:07


 



თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-პერემიერთან კახი კალაძესთან ერთად ლეღვთახევში თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ლეღვთახევში „თბილისობა 2016"  მივიწყებული, მე-19 საუკუნის თბილისის  პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით  გაიხსნა. წარმოდგენილი იყო დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე, „გაცოცხლდება" მჭედლის, მეწაღის, მეთულუხჩის, მეაფიშის პროფესიები. 


თბილისობა" მთელ ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, განსაკუთრებით გამოირჩევა რამდენიმე ადგილი, სადაც ძირითადი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანსა და რიყის ტერიტორიაზე „თბილისობისთვის" დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიებები  ტარდება. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე მიმდინარეობებია წარმოდგენილი. რიყის ტერიტორიაზე ასევე ტარდება ბავშვებისათვის სპორტული და გასართობი ღონისძიებები, კულინარიული და ყვავილების ფესტივალი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


დღესასწაულის სტუმრებს ანალოგიური სანახაობები ელით 16 სექტემბერსაც.


15-16 სექტემბერს ლეღვთახევში  ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება და 19:00-მდე გაგრძელდება.  


აღსანიშნავია, რომ თბილისობის დღესასწაული წელს განსაკუთრებით  მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.  რამდენიმე  ადგილზე გაიმართება კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები; ჩატარდება ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები; მოეწყობა  კულინარიული გამოფენა-გაყიდვა და  სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი  შეძლებს  მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას. 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner