logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილი ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
- +

15 ოქტომბერი. 2016. 18:14


 


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერ დავით ნარმანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილთან და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან ერთად ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილი წიგნის „ზაარბრიუკენი-თბილისი-40" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.


„თბილისობა 2016"-ის ფარგლებში გამართული ღონისძიების პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ზაარბრიუკენი-თბილისი-ნანტის სამმხრივი დაძმობილების აღსანიშნავი გამოფენა „ფოტომარათონი 2016" მოეწყო.


გიორგი ალიბეგაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კულტურულ ღონისძიებას ზაარბრიუკენის მერი შარლოტა ბრიტცი, საფრანგეთისა და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ასევე წიგნის ავტორი ალექსანდრე კარტოზია და გოეთესა და ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner