logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!
- +

15 ოქტომბერი. 2016. 21:11


 


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ქართული ოცნება" შერეულ სისტემას არ გააუქმებს.


როგორც უსუფაშვილმა მეორე არხის ეთერში განაცხადა, მაჟორიტარები არ მისცემენ ხმას იმის წინააღმდეგ, რომ თავიანთ ოლქებში კანდიდატები აღარ იყვნენ.


ეს ყველა პარტიამ კარგად იცის, რომ სახელისუფლებო პარტიისთვის შერეული სისტემა იძლევა გაცილებით უკეთეს შედეგს, ვიდრე ოპოზიციური პარტიისთვის, იქამდე, ვიდრე სახელისუფლებო პარტიას მთლად არ შემოადნება ყველა შესაძლო ნდობა და ავტორიტეტი და ა.შ. ასე დაემართა ედუარდ შევარდნაძეს, მანამდე ეს სისტემა მშვენივრად მუშაობდა მათთვის, "მოქალაქეთა კავშირისთვის", ბოლომდე როცა გაკოტრდა, მაშინ მშვენივრად ისარგებლა ოპოზიციამ ამ სისტემით და „ვარდების რევოლუციის" დროს სერიოზული შედეგი აჩვენა. იგივე დაემართა სააკაშვილს, სანამ ყოჩაღად იყო ცხენზე შემჯდარი, მანამდე ამ სისტემით უზრუნველყო საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ პირობებშიც კი, როცა გავლილი იყო 2007 წლის უბედურებები, მაინც მოახერხა ეს, მაგრამ ეს ვეღარ შეძლო, როცა მას ძალიან გაუჭირდა და როცა ისეთი მეტოქე დაუპირისპირდა, როგორიც იყო ივანიშვილი და უცებ დაკარგა ყველაფერი. ახლა "ოცნებას" ბუნებრივად განუვითარდა ეს კომპლექსი, ფიქრობენ, ახლა ჩვენ ცხენზე ვსხედვართ, ამ სისტემით ხიფათი კი არ გვემუქრება, არამედ ყველაფერს მოვიგებთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, მან დაინახა ის რეალობა, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებისთვის ამ სისტემის შემცვლელი არ იყო.


ამის შემდეგ ჩვენ, პარტიამ დავიწყეთ ძალიან სერიოზული მცდელობები იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც იყო შესაძლებელი. რომ ამ არჩევნებისთვის, შემდგომი პერიოდისთვის დაგვებევებინა სისტემის შეცვლა, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ „ოცნებასთან", რომ რადგან ასეა, ჩვენ გამოგყვებით იმაში, რომ ეს სისტემა კი არ შეიცვალოს, არამედ გაუმჯობესდეს ოლქების დაბალანსების ამბავი. ამაში მოგვყვებით ბოლომდე, მაგრამ სამაგიეროდ გამოგვყევით იმაზე, რომ ამ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის კონსტიტუციაში ჩავწეროთ პროპორციული არჩევნები. ამაზე "ქართული ოცნება" და მისი ლიდერები დათანხმდნენ, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ ოპოზიციის დარწმუნება. "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" კი ამბობდნენ, რომ თანახმა იყვნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, კენჭისყრისთვის არავინ იყო მზად. ეს იყო შეცდომა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, არავითარ შემთხვევაში ეს ხალხი ამ სისტემას არ შეცვლის, მომავალი, ცხვირწინ რომ არჩევნებია იმისთვის, იმიტომ, რომ აგერ ახლა წარმატებას მიაღწიეს და როგორ გგონიათ, მაჟორიტარები თითს მიაჭერენ ღილაკს, რომ აღარ უნდათ იმ ოლქში არჩევა?" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner