უფლებადამცველი გიორგი გაბედავა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გაბედავა მიიჩნევს, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ და ამ გზით დაასრულონ დაპირისპირება.
„სამწუხაროდ, არ ვარ საქართველოში და ზუსტად არ ვიცი, თსუ-ში რა ხდება, მაგრამ რასაც გადავხედე, ძალიან არ მომწონს, რომ სტუდენტები უპირისპირდებიან ერთმანეთს... სტუდენტებს მოვუწოდებ, ისაუბრონ, შეხვდნენ ერთმანეთს და დიალოგით გადაწყვიტონ თემები, არა დაპირისპირებით. ეს ვიღაცას აძლევს ხელს, სტუდენტებს კი არაფერში წაადგება! რაც შეეხება რექტორს - ლადო პაპავა უნდა გადადგეს, ჩემი აზრით, რადგან ამდენი ხნის მანძილზე „ოდეერს" აფარებდა ხელს, რა გარანტია გვაქვს, რომ ახალ „ოდეერს" არ დააფარებს ხელს? უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს, რომ სიტუაცია დაწყნარდეს და სტუდენტებმა შეძლონ ჯანსაღ გარემოში სწავლა და განვითარება!" - წერს გაბედავა.