„ნამდვილად არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის" მომხრე", - ამის შესახებ მწერალმა დავით ტურაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მართალია ამ პარტიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ხელისუფლებაში მოსვლისას, მაგრამ შემდგომ სერიოზული შეცდომები დაუშვა.
„მიუხედავად იმისა, რომ მათ თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს, მაგრამ შემდეგ ისეთი შეცდომები დაუშვეს და ისეთი რამ დაემართათ, რომ საჯაროდ შემიძლია ვაღიარო, რომ არ ვარ მათი მომხრე", - განაცხადა ტურაშვილმა.