logo_geo
eng_logo
თბილისს ახალი საპატიო მოქალაქეები ჰყავს
- +

15 ოქტომბერი. 2016. 22:29


 


„თბილისობის" დღესასწაულის პირველი დღე, 15 ოქტომბერი დედაქალაქის საპატიო მოქალაქეების დასახელებით დასრულდა.


საპატიო თბილისელის წოდება წელს მიიღეს: ექიმებმა ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ, ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ, მსახიობებმა - ლალი ბადურაშვილმა, ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ,  ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, ლოტბარმა და მომღერალმა, რობერტ გოგოლაშვილმა, მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ,  აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა, მწერალმა, რევაზ გაბრიაძემ, მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ.


თბილისის ახალი საპატიო მოქალაქეები დედაქალაქის მერმა დააჯილდოვა და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner