გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე facebook-ზე წერს:
„პრესა აჭრელებულია ინფორმაციით, სადაც პროფესიონალები აცხადებენ, რომ ეგზიტპოლების გამოკითხვების დროს, ამომრჩეველთა ნაწილმა საკუთარი არჩევანი დამალა. მიზეზი კი ისაა, რომ მათ თავისივე ხმის რცხვენიათ.
თურმე, პროფესიულ ენაზე, ამას ,,მორცხვი ამომრჩეველი" ეწოდება.
მორცხვი.
ზოგიერთ პოლიტიკოსზე, შესაძლოა, გადამიმეტებია კიდეც, მაგრამ არასდროს არავის ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, გარდა ნაცებისა, რომელთა ნაწილი, თურმე, მორცხვია.
მორცხვები ეგენი ახლა არიან, თორემ ყველა გადაცმული მანიაკია. როგორ შეიძლება, მათ ამომრჩეველი ვუწოდო?
სააკაშვილის საქართველო არასდროს აღარ დაბრუნდება, არასდროს და შეეგუეთ! ხომ ხედავთ, თავადვე გრცხვენიათ საკუთარი არჩევანის. სევდიამაც კარგად გამოგლანძღათ, ჩემი რა გაგიკვირდებათ",-წერს რუსუდან შარაძე.