16 ოქტომბერს, მზიურის კაფეში, 12:00 საათიდან ეწყობა გამოფენა-გაყიდვა ლენუკას დასახმარებლად, სადაც წარმოდგენილი იქნება ნახატები, ფოტოები, სხვადასხვა სახეობის ლამაზი ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და სუვენირები.
„ახალგაზრდა პოეტები შემოგვთავაზებენ საკუთარ ლექსებს. წამოიყვანეთ ბავშვებიც, რადგან მათთვის გვაქვს ბევრი საინტერესო წიგნი. გთხოვთ ყველას მობრძანდეთ და ერთად დავეხმაროთ ლენუკას გამოჯანმრთელებაში.
ალბათ ბევრმა იცით, რომ 23 წლის ლენუკა ინსულტის შედეგად ვერ მეტყველებს და პარალიზებული აქვს სხეულის მარჯვენა მხარე.
რეაბილიტაციას ესაჭიროება 180 000 ლარი", - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანგარიშის ნომერი:
GE10BG0000000298887700 (საქართველოს ბანკი)
მიმღები:ქეთევან ჩხიკვაძე
მაგთი/ჯეოსელი/ბილაინი 0901701154