ჟურნალისტი ნინო ჯღარჯავა ნიკა გვარამიას facebook-პოსტს ეხმაურება, სადაც „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი თბილისობის დღესასწაულს „ბანძობას" უწოდებს.
„რა საყვარელია არა ნიკუშა, მეტი რომ არაფერი ადარდებს თავის პარტიაში, მიშას დროს სვეტსკობა იყო რუსული „ვალინკებით" რომ ყურძენს ჭყლიტაავდნენ შუა რიყეზე. ჩაქრი, შე საბჭოთა ეპოქაში დაკაცებულო ბიჭო შენააა! ხოო, საახალწლოდ შუა თავისუფლების მოედანზე ევროპული დიდი ქვაბით რომ საცივი ჩამოურიგეთ მათხოვრებივით ხალხს, კინაღამ რომ დახოცეს ერთი კოვზი საცივისთვის ერთმანეთი, ეგ აკვდებოდა ევროპას კიდოო. ამათ მართლა ჰგონიათ ამნეზია გვჭირს კაცოო?", - წერს ჯღარკავა.