logo_geo
eng_logo
მამუკა კაციტაძე: რუსეთი არ მალავს თავის ინტერესებს...
- +

16 მარტი. 2016. 19:05



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს შესახებ განცხადებას აკეთებს. კარასინმა პრაღაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  საქართველოში მთავარი საფრთხე საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის ზრდაა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას „ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას მან თქვა, რომ ეს არის მოცემულობა, რომელიც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა და ამ ტიპის განცხადებების შემდეგ მაინც უნდა ჩაფიქრდეს ის, ვინც რუსეთისკენ მიიწევს და რუსეთში ხედავს საშველს.


„რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია, რუსეთი დიდი ხანია არ მალავს თავის ინტერესებს და ამ ინტერესების რეალიზაციას ქართულ სახელმწიფოში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რიტორიკა, რომელიც კარასინის მხრიდან მოვისმინეთ, არის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა. ეს არ არის ერთი ადამიანის პოლიტიკა, და ვერც იქნება  პოლიტიკა, რადგან კარასინი ე.წ. მოლაპარაკებების დროს არის ოფიციალური წარმომადგენელი. ეს არის მოცემულობა, რომელიც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა და ამ ტიპის განცხადებების შემდეგ მაინც უნდა ჩაფიქრდეს ის, ვინც რუსეთისკენ მიიწევს და რუსეთში ხედავს საშველს, დაინახოს, რა დამოკიდებულება, განზრახვა და მიზნები ამოძრავებს რუსეთის სახელმწიფოს საქართველოს მიმართ. ამიტომ, ეს განცხადება არ გამკვირვებია და პირადად ჩემთვის იყო ჩვეულებრივი მომენტი.  ეს არის  ყველა  პოლიტიკოსის და, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების გამოწვევა. ეს არის მოცემულობა, რომელმაც მოახდინა ლუსტრირება მათთვისაც კი ვინც ჯერაც არ იყო ჩამოყალიბებული რუსეთთან და მის განზრახვებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში", - ამბობს მამუკა კაციტაძე.




გრიგორი კარასინის განცხადება იხილეთ ლინკზე

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=2671


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner