logo_geo
eng_logo
ასეულობით მილიონი დოლარის ქონება - სააკაშვილის გარემოცვის მიერ მიწისქვეშა საცავებიდან გატანილი სიმდიდრე
- +

16 ოქტომბერი. 2016. 02:17


 


რა სიმდიდრე გაიტანა სააკაშვილის გარემოცვამ საიდუმლო მიწისქვეშა საცავიდან?! - ამ სათაურით პორტალი expressinfo სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი სიბინძურე ამოდის ქართული სინამდვილის ზედაპირზე. იყო ედუარდ შევარდნაძე, იყო ასლან აბაშიძე, ესენი რასაც წარმოადგენდნენ, ვიცით და გასაგებია, მაგრამ შემდგომში მიხეილ სააკაშვილის "ნაცბანდამ" როგორ გადაინაწილა ასეულ მილიონებად შეფასებული ანტიკვარული ქონება, ეს უკვე სხვა თემაა. როგორც ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, "ნაცბანდამ" იმ პერიოდში საგულდაგულოდ გაძარცვა აჭარის მეთაურის მიწისქვეშა საცავი, სადაც არნახული ქონება ინახებოდა:

 

მე ვიცი, რომ იქ იყო ძვირადღირებული ნახატები და საუბარია ასეულობით მილიონ დოლარზეა. ვერ გეტყვით, რას აპირებს თავად ასლან აბაშიძე, შესაძლებელია, ეს ქონება მას თავადაც არ ჰქონდა აღრიცხული, ქონება არ იყო ვინმეს ბალანსზე, მაგრამ უნდა მოიკითხოს პროკურატურამ.
ასლან აბაშიძე 2004 წელს ანტიკვარულ ნივთებს და ხელოვნების შედევრებს კერძო საკუთრებად ვერ გამოაცხადებდა, მაშინ ესენი ეტყოდნენ, საიდან ამდენი ქონება და ნივთებიო? ასე ახალ ბრალდებას წაუყენებდნენ. დანამდვილებით ვიცი, ასლან აბაშიძის რეზიდენციაში გაცილებით ძვირადღირებული ქონება დახვდა გიგი უგულავას, ვიდრე უშიშროების სამინისტროში.

 

 

როდესაც აბაშიძემ ჩაატარა შენობის რეკონსტრუქცია და გააკეთა საკმაოდ თანამედროვე რემონტი, მან ასევე გააკეთა მიწისქვეშა საცავი. სხვათა შორის, როცა "ნაცხროვა" შემოვარდა სააკაშვილთან ერთად, მიშას მაშინვე უთქვამს, ასლანს კარგი გემოვნება ჰქონიაო. აბაშიძე ფაქტობრივად მაგ რეზიდენციაში ცხოვრობდა, საძინებელიც ჰქონდა, საწყობიც ჰქონდა, გარაჟიც და ძაღლსაშენიც. ახლა გარაჟისა და ძაღლსაშენის ადგილზე კაზინოა, ვიღაც უკრაინელმა მილიარდერმა ააშენა. მოკლედ, ასლანმა სპეციალურად გააკეთა მიწისქვეშა სათავსო, სადაც ინახავდა ამ ძვირადღირებულ ქონებას.
როცა აშენებდა, მაშინ ჩავდიოდი ხოლმე, მაგრამ როცა მშენებლობა დაამთავრა, მე უკვე ასლანთან აღარ ვიყავი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, არ ვიცოდე, იქ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაკითხონ ყველა ის პირი, ვინც ბოლო დრომდე იყო აბაშიძესთან. იქ ასევე იყო იარაღის ძალიან ძვირადღირებული კოლექცია. აბაშიძის გარემოცვამ ამ კოლექციის გადამალვა მოასწრო, მაგრამ შემდგომში "ნაციონალებმა" მაინც იპოვეს, თითქოს სადღაც მიწაში იყო ჩამარხული. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თქვეს. მიხეილ სააკაშვილმა ისიც განაცხადა, ეს ყველაფერი გაიყიდება და ღარიბ ოჯახებს დავეხმარებითო. არაფერიც არ გაყიდულა, ახლა არავინ იცის, სად არის ეს კოლექცია, მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ქონება ამათ გადაინაწილეს. ამიტომ უნდა დაიკითხოს ვარშალომიძეც, ბოკერიაც და გივი თარგამაძეც. კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: სად წავიდა აღრიცხული თუ აღურიცხავი ასეულობით მილიონი დოლარის ქონება? ამათ ადგილზე თეფშები და ჩანგლებიც კი არ დატოვეს.

 

 

ახლა გადავიდეთ შემდეგზე: .. აჭარის რევოლუციის დღეს ბათუმის აეროპორტში იდგა ავიაკომპანია "აჭარის" კუთვნილი ორი "იაკ-42" ტიპის თვითმფრინავი და 11 ვერტმფრენი. ეს ყველაფერი ღირდა 10 მილიონ დოლარზე მეტი. ასლან აბაშიძემ თავის დროზე ჩამოაყალიბა ავიაციის ინსტიტუტი, რომელიც განლაგებული იყო ქობულეთში. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწავლობდა ამ ინსტიტუტში, ხდებოდა დარგის აღორძინება, ეს ავიაკომპანია ძირითადად იყო სასწავლო ბაზა. რევოლუციის შემდეგ ამათ დაიბარეს კომპანიის დირექტორი, ნინო ალფაიძე და უთხრეს, ყველაფერი ჩვენ უნდა გადმოგვცე, უნდა გვაჩუქოო. ალფაიძე ცოტა პრინციპული ქალია, წინააღმდეგობა გაუწია და ეგრევე დააპატიმრეს. როცა ვერაფერი უნახეს, მერე აუშარდნენ, ბიუჯეტში 50 ათასი ლარი გქონია გადასახდელიო. ამან დაუდო დოკუმენტები, ბიუჯეტიდან მილიონ 200 ათასი ლარი მაქვს მისაღები, იქით გაქვთ ვალიო. ამ ქალს სახელმწიფო დაკვეთები ჰქონდა შესრულებული და ანაზღაურება არ მისცეს, მაინც დაიჭირეს. ლევან ვარშალომიძემ, კახა ბენდუქიძემ, აწ გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ყველა თვითმფინავი გააქრეს, 4 ვერტმფრენი ადგილზევე დაშალეს.

 

2007 წლამდე საჯარო რეესტრში ეს თვითმფრინავები დაფიქსირებული იყო, მაგრამ შემდეგ იქიდანაც გაქრა, მონაცემთა ბაზაში აღარ იძებნება. აი, ასე მიითვისა "ნაცბანდამ" სხვისი ქონება და გაანადგურა როგორც ავიაციის ინსტიტუტი, ასევე ავიაკომპანია "აჭარა". ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს ქონების მითვისება".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner