logo_geo
eng_logo
შსს-ს საგანგებო სიტუაციების 20–მდე მაშველმა მყვინთავების მომზადება-სერთიფიცირების სამთვიანი კურსი გაიარა
- +

16 ოქტომბერი. 2016. 10:35



შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მაშველმა მყვინთავების მომზადება-სერთიფიცირების სამთვიანი კურსი გაიარა.


სწავლება მყვინთავ-ინსტრუქტორების პროფესიული ასოციაცია PADI-ის ეგიდით გაიმართა. შსს-ს მაშველებს ტრენინგი თბილისსა და ბათუმში ჩაუტარდათ. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს მყვინთავი-მაშველის სტატუსი მიენიჭა.


მყვინთავების მომზადების კურსის გავლა მაშველებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში დაეხმარება და წყალზე სამაშველო ღონისძიებების დროს მათი რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner