logo_geo
eng_logo
სან-დიეგოში ესტაკადიდან მანქანის გადავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
- +

16 ოქტომბერი. 2016. 11:44



„BBC"-ის ცნობით, ამერიკის ქალაქ სან-დიეგოში ესტაკადიდან მანქანის გადავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მანქანის მძღოლიც, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.



ავტომანქანა ხალხმრავალ სკვერში ჩავარდა, სადაც ხალხი ბაიკერების ფესტივალის სანახავად იკრიბებოდა. სამართალდამცველების განმარტებით, მძღოლს, შესაძლოა, ბრალად არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა წაუყენონ.


მძღოლის ვინაობას პოლიციის თანამშრომლები არ ასაჯაროებენ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner