logo_geo
eng_logo
პან გი მუნი: გაერო ყველა რესურსის მობილიზებას მოახდენს, რათა სტიქიით დაზარალებულებს დაეხმაროს
- +

16 ოქტომბერი. 2016. 12:23



გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ქარიშხალ „მეთიუსგან" დაზარალებული ჰაიტი მოინახულა. მან შეშფოთება გამოთქვა სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალის გამო და მწუხარება გამოხატა ჰუმანიტარული დახმარების სიმცირით.


ქალაქ ლე-კაიეს მოსახლეობასთან შეხვედრისას პან გი მუნმა განაცხადა, რომ გაერო ყველა რესურსის მობილიზებას მოახდენს, რათა სტიქიით დაზარალებულებს დაეხმაროს.



ქარიშხალი „მეთიუ" ჰაიტის ოქტომბრის დასაწყისში დაატყდა თავს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას 900 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მილიონზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner