logo_geo
eng_logo
„სირიელი მეამბოხეები, თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ქალაქ დაბიკს უახლოვდებიან“
- +

16 ოქტომბერი. 2016. 13:46


 


თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიელი მეამბოხეები, თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებულ ქალაქ დაბიკს უახლოვდებიან.



მისი თქმით, „სირიის თავისუფალი არმიის" მებრძოლები თურქეთის ავიაციის დახმარებით რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქ დაბიკის სიახლოვეს მდებარე სოფლებს ექსტრემისტებისგან ათავისუფლებენ, რომელიც ალეპოს პროვინციაში თურქეთის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.



ქალაქ დაბიკს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის" განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ისლამურ ესქატოლოგიაში ქალაქი მუსლიმური არმაგედონის ადგილად მიიჩნევა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner