ამერიკელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. სამხედროების განმარტებით, ფხენიანის მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი იყო. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, რაკეტა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ კუსონგის სიახლოვეს გაუშვეს.
ოფიციალურ ფხენიანს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ინფორმაცია დაუდასტურებია.
ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტებს პერმანენტულად ცდის, რაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებასა და დამატებით სანქციებს იწვევს.