თვითმკვლელმა ტერორისტმა თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში, საპოლიციო ოპერაციის მსვლელობისას, თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სამი პოლიციელი დაიღუპა, 8 ადამიანი კი დაიჭრა.
ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ტერორისტების ბლოკირება განახორციელა. შეტევის დროს ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
პროვიცნიის გუბერნატორის ალი ერლიქაიას განცხადებით, გაზიანტეპში დიდი ხანია, „ილსმაური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს.
„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს, რომლის დროსაც თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. თავის აფეთქებას მეორე ტერორისტიც აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო. შედეგად, სამი პოლიციელი დაიღუპა, რვა მოქალაქე, მათ შორის ოთხი სირიელი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა გუბერნატორმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში დანარჩენი ტერორისტების გასანეიტრალებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მათ შორის, შესაძლოა, თვითმკვლელებიც იყვნენ. გაზიანტიპის მცხოვრებლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეები პროვინცია გაზიანტეპში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა.