ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ლონდონში სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად ჩადის.
ქერი გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. მისი მთავარი მიზანი სირიაში ზავის მდგომარეობის აღდგენაა. აღნიშნულ შეხვედრას სირიის ხელისუფლების ან მეამბოხეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ჯონ კერი ლონდონში არა ზუსტი სამოქმედო გეგმით, არამედ ახალი იდეებით ჩადის.