logo_geo
eng_logo
თბილისობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გიორგი ალიბეგაშვილი და მალხაზ მჭედლიშვილი დაესწრნენ
- +

16 ოქტომბერი. 2016. 16:22


 


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილთან ერთად თბილისობა 2016-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.


საკრებულოს წარმომადგენლებმა აბანოთუბანში და ლეღვთახევში გამართული მივიწყებული პროფესიების მიზანსცენები (მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე), ასევე დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე მოინახულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. საკრებულოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაც დაათვალიერეს.


დღესვე გიორგი ალიბეგაშვილმა და მალხაზ მჭედლიშვილმა 40 სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერი მოინახულეს და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მონასტერთან არსებულ მუზეუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ნივთები დაათვალიერეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner