logo_geo
eng_logo
შსს-მ ბადრაგირების დროს ქ. რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული დააკავა
- +

16 ოქტომბერი. 2016. 18:59


 


შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული 1980 წელს დაბადებული ო.ვ. და წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ე. თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.



დადგინდა, რომ ძებნილი მსჯავრდებული ო.ვ. რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 177-ე, 179-ე და 19-177-ე მუხლებით) იხდიდა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა. მსჯავრდებულ ო.ვ.-ზე ძებნა 2016 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა.



სამართალდამცველებმა ოვ.-სა და ლ.ე.-ს დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა, დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს.



ძებნილ მსჯავრდებულ ო.ვ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებებისთვის წარედგინა, რაც დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას /გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობას გულისხმობს.



დაკავებულ ლ.ე.-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner