logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: იცით, რატომ ებრძვიან გააფთრებით ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს?
- +

16 მარტი. 2016. 19:30


 

„მოძრაობა ეროვნულების" ხელმძღვანელი სანდრო ბრეგაძე  „ფეისბუქში" პირად გვერდზე ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისადმი გამოთქმულ ბრალდებებს ამგვარად ეხმაურება:



იცით, რატომ ებრძვიან გააფთრებით ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს? რა პატიმრების სკანდალი, რის პოლიტპატიმრები? ეს ყველაფერი ზღაპარია. 2-3 ადამიანი თუ იყო და არის, რომელიც დებატებში ნაცებს" არაფერს უთმობდა და თავგამოდებით იცავდა ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს. ოდა, სწორედ ამ ადამიანებს შეუტიეს და ამ ხალხს აცილებენ ხელისუფლებას. ჩემს თვალწინ რამდენიმე ხელისუფლება და პოლიტიკური ფიგურა დაღუპულა. რომ ვაკვირდები,  ყველასთან ერთი სცენარი მეორდებოდა, პირველი ეტაპი მებრძოლი ხალხის დისკრედიტაცია და მოცილებაა, შემდეგ ამ ხალხის კონფორმისტებით, კარიერისტებით და მშიშრებით ჩანაცვლება ხდება. ამ ძირითად ამოცანას რომ შეასრულებენ, შემდეგ ყველაფერი სწრაფად და უპრობლემოდ მიდის. სე გაუკეთა სააკაშვილმა ყველა თავის მოწინააღმდეგეს. აპრობირებული მეთოდი არ შეცვლილა, მეთოდი იგივეა და ღმერთმა არ ქნას,  რომ იგივე შედეგი დადგეს", წერს ბრეგაძე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner