„მოძრაობა ეროვნულების" ხელმძღვანელი სანდრო ბრეგაძე „ფეისბუქში" პირად გვერდზე ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისადმი გამოთქმულ ბრალდებებს ამგვარად ეხმაურება:
„იცით, რატომ ებრძვიან გააფთრებით ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს? რა პატიმრების სკანდალი, რის პოლიტპატიმრები? ეს ყველაფერი ზღაპარია. 2-3 ადამიანი თუ იყო და არის, რომელიც დებატებში „ნაცებს" არაფერს უთმობდა და თავგამოდებით იცავდა ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს. ჰოდა, სწორედ ამ ადამიანებს შეუტიეს და ამ ხალხს აცილებენ ხელისუფლებას. ჩემს თვალწინ რამდენიმე ხელისუფლება და პოლიტიკური ფიგურა დაღუპულა. რომ ვაკვირდები, ყველასთან ერთი სცენარი მეორდებოდა, პირველი ეტაპი მებრძოლი ხალხის დისკრედიტაცია და მოცილებაა, შემდეგ ამ ხალხის კონფორმისტებით, კარიერისტებით და მშიშრებით ჩანაცვლება ხდება. ამ ძირითად ამოცანას რომ შეასრულებენ, შემდეგ ყველაფერი სწრაფად და უპრობლემოდ მიდის. ასე გაუკეთა სააკაშვილმა ყველა თავის მოწინააღმდეგეს. აპრობირებული მეთოდი არ შეცვლილა, მეთოდი იგივეა და ღმერთმა არ ქნას, რომ იგივე შედეგი დადგეს", - წერს ბრეგაძე.