logo_geo
eng_logo
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დაკავებულია
- +

16 ოქტომბერი. 2016. 20:59


 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ძალოვანი უწყება ამ დრისთვის დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს.


გამოძიება 19-108, გაზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.


14 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზიანებები დაზარალებულს ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. იგი ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner