შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ძალოვანი უწყება ამ დრისთვის დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს.
გამოძიება 19-108, გაზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
14 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზიანებები დაზარალებულს ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. იგი ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია.