logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: მინდა ყველა დავამშვიდო!
- +

16 ოქტომბერი. 2016. 21:56



რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე გავლენას არ აპირებს, რადგან არ იცის, ესა თუ ის კანდიდატი გამარჯვების შემდეგ რა ხაზს აირჩევს.


მინდა ყველა დავამშვიდო, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები - არ ვაპირებთ აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე გავლენა მოვახდინოთ. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია - არ ვიცით, რა იქნება აშშ-პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ.

 

მართალია, დონალდ ტრამპი რუსეთთან თანამშრომლობისკენ არის მოწოდებული, დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი კი გაცილებით აგრესიული რიტორიკით გამოდის, მაგრამ რუსეთისთვის უცნობია, მოახდენენ თუ არა ისინი საკუთარი მიზნების რეალიზებას.

 

ეს ყველაფერი ჯერ არ ვიცით, მაგრამ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის მსხვერპლად შეწირვა ამერიკაში შიდაპოლიტიკური მოვლენებისას, მავნე იქნება და კონტრპროდუქტიული", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner