პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძის facebook-სტატუსი:
„არაფერი ისე ნათლად არ გამოხატავს ჩვენი საარჩევნო შემოდგომის სულისკვეთებას, როგორც ეს ახალი ცნება - ხმის ტექნიკური მიცემა, რაც, ნიშნავს, რომ, მართალია, აძლევ, მაგრამ, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ, ვის აძლევ, თუ ეს დემოკრატიას სჭირდება.
ბოლოს დროს ნამეტანი კი გახშირდა ეს ტექნიკურად მიცემები, მაგრამ სახელი არ ერქვა და ხან რას ვეძახდით, ხან - რას! მაგიერში აწი გვეცოდინება, რომ ასეთ მიცემას ტექნიკური უნდა დოვუძახოთ!
პ.ს. მადლობა ავტორს!"