logo_geo
eng_logo
ზუგდიდის სასამართლომ „ნაცმოძრაობის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
- +

16 ოქტომბერი. 2016. 23:43



ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, განმუხურის საარჩევნო უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით, უცვლელი დატოვა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი, რომლითაც ის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. ამასთან ოპოზიციურ პარტიას სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა დაევალა.


ენმ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. სხდომის დასრულების შემდეგ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, ენმ-დან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა კობა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის არჩევნების შედეგების „გაპრავებას" ემსახურება.


საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა ასმათ ბერაიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.


სასამართლომ ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რვა სარჩელიდან, მხოლოდ ორი დააკმაყოფილა, რომელიც საუბნო კომისიების თავმჯდომარეების დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner