logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: მიყვარხართ და მეიმედებით!
- +

17 ოქტომბერი. 2016. 00:24



არჩევნების მეორე ტური კიდევ ერთი გამოცდაა, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების!", - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.


კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ გამოცდას „ქართული ოცნება"  წარმატებით  ჩააბარებს.


რომ არა "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ეს მეორე ტური საჭიროც არ იქნებოდა და 8 ოქტომბერსვე, უპირობოდ გაიმარჯვებდა ჩვენი ყველა კანდიდატი. სწორედაც, რომ ჩვენი ინიციატივით დაწესდა ეს 50% -იანი ბარიერი, რაც უფრო მეტ დემოკრატიას და ბევრად უფრო სამართლიან გარემოს ნიშნავს, ვიდრე ოდესმე არსებულა ამ ქვეყანაში! . აშკარა და უდავოა, რომ სახელისუფლებო გუნდს

 

ყველაზე მეტად ენდო ამომრჩეველი და სწორედ, მას მისცა ხმა. სრულიად რეალურია, რომ დიახ, ეს მხარდაჭერა გვაძლევს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას და მოდით, ყველამ ერთად, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო სტაბილური და მშვიდობიანი. თავიდან იქნას აცილებული არაფრისმომცემი დაპირისპირება და შევძლოთ ის, რაც აქამდე მიუღწეველი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე რაციონალური და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ვიღაცის პარტიულ ინტერესს ეწირებოდა! სხვას რას მივაწეროთ , თუნდაც ის, რომ ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური საკონსტიტუციო კომისიაც კი უძლური აღმოჩნდა გაესწორებინა ქვეყნის უზენაეს კანონში ის ხარვეზები, რაც აშკარად არის და რისი გამოსწორების შანსიც, პრაქტიკულად არის ნული, თუკი პარლამენტში არ იქნება საამისო ნებაც და საამისო კვორუმიც. ამიტომ, "ქართული ოცნების" მყარი, დამაჯერებელი გამარჯვება მეორე ტურშიც უნდა განვიხილოთ, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალი, უკეთესი განვითარებისთვის! რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი, ის 27 %-აეღო ნებისმიერ სხვა პროდასავლურ პარტიას, ან პარტიებს, გარდა იმისა, ვინც ის მოიპოვა და სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი გონიერი, ღირსების მქონე, თავისუფლების მოყვარე ამომრჩევლის არცერთი ხმა უნდა წავიდეს იმ ძალის სასარგებლოდ, რომელსაც სარგებელი ნამდვილად არ მოუტანია არც ამ ქვეყნისთვის და არც ამ საზოგადოებისთვის! მე მჯერა, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთად ავირჩევთ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს , მშვიდობას, კეთილდღეობას და არა შიშს და ძალადობრივ წარსულს, რომელიც არც ისე შორია! მიყვარხართ და მეიმედებით!", - წერს კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner