თურქეთის პოლიციამ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" 19 მებრძოლი დააკავა.
დაკავება გაზიანთეფში მოხდა, სადაც დღეს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
გაზიანთეფის გუბერნატორის ალი ერლიკაიას თქმით, ამოღებულია 15 კგ ტროტილი და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები.
გუბერნატორის ცნობით, ტერორისტები ერთ-ერთი კულტურის ცენტრის აფეთქებას აპირებდნენ.