logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: ნაციონალებმა ხეც მოჭრეს და საქართველოს ტყეებიც გაანადგურეს!
- +

17 თებერვალი. 2016. 17:12


ხეც მოჭრეს და საქართველოს ტყეებიც გაანადგურეს", - ასე ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტს, რომელიც ციხისძირში ხეების გადარგვას უკავშირდებოდა. როგორც დოლიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არათუ სიტყვის ამოღების, არამედ ქუჩაში სიარულის უფლებაც კი არ აქვთ.

 

„ნაციონალებს სიტყვის ამოღების უფლება კი არა, ქუჩაში სიარულის უფლება არ აქვთ, იმდენი საზიზღრობა აქვთ ჩადენილი. ხეც მოჭრეს და საქართველოს ტყეებიც გაანადგურეს. ეს არ ახსოვთ „ნაციონალებს"?

 

ჩემთვის არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი დარტყმა კოჰაბიტაცია იყო. ვის უნდა დაველაპარაკო? ხალხს, რომელიც მხოლოდ ტყეებს კი არ ჭრიდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ", - განაცხადა დოლიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner