logo_geo
eng_logo
კონკურს „თბილისი 2016“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს
- +

17 ოქტომბერი. 2016. 03:52



თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016"-ის გამარჯვებულები დაასახელეს. გამარჯვებულებს მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ხოხბის ქანდაკება და ფულადი ჯილდო გადაეცათ.


ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად, ესწრებოდა.


კონკურსი დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივით 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანია ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ - შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა. ჯილდოებიც სწორედ ამ სფეროებში მოღვაწე ადამიანებს გადაეცათ.


კონკურსის „თბილისი 2016"-ის წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმ ფინალისტები კოდიფიცირებული სამასზე მეტი ნაშრომიდან გამოავლინა და თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელა.


  • წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - კვირტია აქვსენტი (ბაჩო) - „ბამბის ნამცეცი"
  • წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები - დანელია ბართლომე (ბათუ) - „თოვლის მეფე"
  • წლის საუკეთესო ესსე („ჩემი ვეფხისტყაოსანი" - სკოლის მოსწავლეთათვის) - ბუდაღაშვილი ლიზი - „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი"
  • წლის საუკეთესო სიმღერა - ჩაჩავა ნინო - „ჩვენ მოვდივართ"
  • წლის საუკეთესო ფერწერა - შხვაცაბაია ლილი - „შეხვედრა ოაზისში"
  • წლის საუკეთესო ქანდაკება - ზაქარაია გენადი
  • წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება - ბენდელიანი სალომე - „მიტოვებული სახლი"
  • წლის საუკეთესო არქიტექტურა - მოსულიშვილი გიორგი - „არქიტექტურული ოფისი ჭონქაძეზე"


ასევე, თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სპეციალური პრიზი გადასცეს მარიკა კვალიაშვილს.


დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ჟურნალ „ცისკარის" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელშიც კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ავტორების ნამუშევრებია დაბეჭდილი.


ღონისძიებას თბილისის მერიისა და საკრებულოს, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამინისტროს, შემოქმედებითი ორგანიზაციების, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, ლიტერატორები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner