logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: ვინ იცის, ქვეყნისთვის კიდევ რამდენ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა...
- +

17 ოქტომბერი. 2016. 10:53




ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში გურამ შარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს:


შუაგულ ქალაქში რომ არ მოეკლათ, გურამ შარაძე 17 ოქტომბერს 76 წლის გახდებოდა და დარწმუნებული ვარ, დიდი ქართული საქმეების სათავეში იქნებოდა. შეუპოვრად დაიცავდა ენას, მამულს, სარწმუნოებას. ტრადიციებს ფეხქვეშ არავის გაათელინებდა. ეკლესიას და პატრიარქს არავის შეაგინებინებდა. ახალი წიგნების გამოცემაზე იზრუნებდა და ვინ იცის, ქვეყნისთვის კიდევ რამდენ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა.

 

17 ოქტომბერს, 21:30 საათზე მედიაკავშირ ობიექტივის" ეთერში, გადაცემა მემკვიდრეობაში" თქვენ ნახავთ ზუსტად 27 წლის წინ, ანუ 1989 წლის ოქტომბერში აკადემიკოს გურამ შარაძის მიერ ლევილის ქართველთა მამულსა და პარიზში გადაღებულ ვიდეოკადრებს.

 

გადაცემა მემკვიდრეობა" და მედიაკავშირი ობიექტივი" რუსუდან შარაძეს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამ ფასდაუდებელი მასალის მოწოდებისთვის".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner