შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1949 წელს დაბადებულ ა.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)", - ნათქვამია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.