logo_geo
eng_logo
„ეპოქალური პროექტი“ - სად შენდება და როგორი იქნება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში
- +

17 ოქტომბერი. 2016. 11:25


 

 

 

„დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.



უნივერსიტეტი გაშენდება ქუთაისში, მუხნარში, რიონჰესის დასახლებაში. ამ ადგილას, როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, არის ტყეც, ტბაც, მდინარეც. პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ ულამაზესი ბუნება აბსოლუტურად შენარჩუნდეს. გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები".


Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/5cec1cefe6587c756b59642615dcc24d.jpg


საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული და 60 000 სტუდენტზე გათვლილი. შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. აქ იქნება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. აქ იქნება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფეები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, მინი ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის დარბაზი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები და შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია.


ამასთან, უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება - აქ ისწავლება სხვადასხვა დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები, მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიჯნაზე მყოფი ინტერდისციპლინური პროგრამები.



Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/1e92f3f7d61329f0099456056cf92b69.jpg



მოკლედ, რა ვიცით საუნივერსიტეტო ქალაქზე, რომელიც პირველ სტუდენტებს 2019 წელს მიიღებს:


იქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთისათვის ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს.

პროექტი ითვალისწინებს 1 000 000 კვ/მ ფართობის კომპლექსის აშენებას 140 ჰა ფართობის ტერიტორიაზე

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იქნება სახელმწიფო დაწესებულებები. ორივე პროექტს ფონდი „ქართუ" დააფინანსებს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ევროს. ფონდი ქართუ, ასევე, დააფინანსებს აკადემიურ პროექტებს.

საუნივერსიტეტო ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.

სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს.



Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/aad2084ac30a480c73f4cc6e760b3219.jpg


Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/ddf11e72edecffe0473f0a4a36fa1d20.jpg

Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/874324913d202a12e94649ea46dfc76d.jpg

Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/7320d4e8767f1ed1388694396ab64bcd.jpg

Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/f2085a802a200f26472464f4795739b4.jpg

Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/aa723e662031f74339a0207313f43a3a.jpg

Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/3e33d3d9386cfab20b6d12228d8a5ac9.jpg

Description: http://www.photoambebi.ge/pictures/image10/fe669dbe2c69a0e664b55c31d8808bb6.jpg


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner