logo_geo
eng_logo
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება
- +

17 ოქტომბერი. 2016. 11:30


 



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის  გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.



შსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე 7 ოქტომბერს გახსნილად გამოაცხადა.


გამოძიების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ფაქტთან კავშირში მყოფი პირი,  მიმდინარეობს მისი და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინის ჩხრეკა.



გივი თარგამაძის მანქანა თბილისში 4 ოქტომბერს აფეთქდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner