„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
შსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე 7 ოქტომბერს გახსნილად გამოაცხადა.
გამოძიების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ფაქტთან კავშირში მყოფი პირი, მიმდინარეობს მისი და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინის ჩხრეკა.
გივი თარგამაძის მანქანა თბილისში 4 ოქტომბერს აფეთქდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.