logo_geo
eng_logo
„პრაიმტაიმი“: გივი თარგამაძის საქმეში რუსული კვალი იკვეთება – რატომ აფარებს საქმეში ბრალდებული თავს რუსეთს
- +

17 ოქტომბერი. 2016. 11:58


 



„გივი თარგამაძის საქმეში რუსული კვალი იკვეთება", - ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი" აქვეყნებს.


42 წლის დარჩო ხეჩუაშვილს, რომელსაც თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ედება ბრალი, გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი. როგორც სტატიის ავტორი წერს, 2008 წლის მარტიდან 2012 წლის სექტემბრამდე, ანუ „ნაციონალური" ხელისუფლების შეცვლამდე დარჩო ხეჩუაშვილი დათა ახალაიას უწყებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, ის მუშაობდა კუდ-ის მე-5 სამმართველოში წამყვან პოსტებზე.


როგორც „პრაიმტაიმი" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, დარჩო ხეჩუაშვილი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა.


ერთ-ერთი დადასტურებული ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ბევრი სხვა მტკიცებულებაც ამოიღეს. მათ შორის კომპიუტერი და ტელეფონი. სავარაუდოდ, ინტერნეტმიმოწერა ბევრ საინტერესო დეტალს ახდის ფარდას, მათ შორის იმას, ვისი დავალებით მოქმედებდა დარჩო ხეჩუაშვილი.


ცნობილია, რომ მას ძალოვან და უშიშროების სტრუქტურებთან შეხება „ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლამდეც ჰქონდა. გამოცემასთან საუბრისას, ხეჩუაშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ხეჩუაშვილი თავდაცვის სტრუქტურებში მუშაობდა, ასაკის მიუხედავად, აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა მისი ბიოგრაფიიდან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იგი 16 წლის ასაკიდან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ინსტიტუტში სწავლობდა. მისი მეუღლე მაია ჩაგუნავა „პრაიმტაიმთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ხეჩუაშვილმა სამხედრო განათლება რუსეთში, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგში მიიღო.


ხეჩუაშვილის მამის თქმით კი, ბოლო რამდენიმე დღეა მისი ვაჟი მოსკოვში იმყოფება. მისი ნაამბობით ირკვევა, რომ დარჩო ხეჩუაშვილის სახელი თავის დროზე ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტშიც ფიგურირებდა.


„ჩემი შვილი არ არის აქ, წასულია რუსეთში. ჩემი შვილი იმიტომაა ეჭვმიტანილი, რომ ადრე ამბობდნენ, ვითომ შევარდნაძის ტერაქტში მონაწილეობდა. მაშინ იძიებდნენ და გამოუშვეს", - განაცხადა ანზორ ხეჩუაშვილმა.


დღეს თითქმის არავინ დავობს, რომ ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურებმა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მეშვეობით განახორციელეს, რის გამოც გიორგაძე ამჟამადაც ძებნაში იმყოფება. ის წლებია, თავს სწორედ მოსკოვს აფარებს, როგორც ჩანს, მოსკოვშია დარჩო ხეჩუაშვილიც.


როგორც სტატიაშია ნათქვამი, შევარდნაძეზე თავდასხმის გარდა, ხეჩუაშვილის სახელმა მუხროვანის ამბოხების საქმეშიც გაიჟღერა. „პრაიმტაიმი" მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს დაუკავშირდა.


„მახსოვს დავით ხეჩუაშვილი. გვარდიაში იყო, როცა ამბოხი მოხდა. ამის შემდეგ კი ჩვენ დაგვდევდა მოსაკლავად. მაშინ უკვე კუდ-ში იყო. ასე ამბობდა, ფული ჩვენ უნდა ავიღოთო. მაშინდელმა ხელისუფლებამ დააწესა ჯილდო ჩვენზე -250 ათასად შეგვაფასა", - განაცხადეს გამოცემასთან მუხროვანის ამბოხის მონაწილეებმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner