logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ოზურგეთში ოპოზიცია ნოკაუტშია
- +

17 ოქტომბერი. 2016. 12:01


 



„ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემდეგ, ოზურგეთში ოპოზიცია ნოკაუტშია.



აღნიშნულ საკითხს დეპუტატობის კანდიდატი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებულ პროექტებს უწევენ რეკლამას.


 

ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ოზურგეთში ოპოზიცია ნოკაუტშია:

 

 

1. ბესო ქათამაძე (ნაცმოძრაობის" წევრი) ადგილობრივი ხელისუფლების და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს უწევს რეკლამას და თვითონაც სიამოვნებით ჩაერთო სამუშაოებში - კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, ვინ აკეთებს საქმეს.

 

 

2. ოზურგეთში განმეორებით ჩამოვიდა ნაცმოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე და მთელმა ქალაქმა იცის, რომ პარტიის ადგილობრივ ლიდერს - მჟავანაძეს პასუხი მოსთხოვა (!) როგორ მოახერხა ამ უკანასკნელმა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტის მიღება არჩევნებში (აბა, რომელი ბრძოლა გრძელდება? ოზურგეთში არჩევნები ნაცმოძრაობამ" წააგო).

 

 

3. ბურჯანაძე-დემოკრატებმა" (რომელთაც უბნების 2/3-ის გაუქმებაც კი ვერ უშველით), გაასაჩივრა არჩევნების შედეგები და ვერც გამოიცნობთ, სასამართლო პროცესს დღეს ვინ ესწრებოდა მეურვედ და გულშემატკივრად - ნაცმოძრაობის" ლიდერი მჟავანაძე (ამის შემდეგ ნაცმოძრაობა" კიდევ პროდასავლურ კურსზე რომ დაგველაპარაკება, იმ მომენტს ველოდები). ბატონმა ზურამ კი ეს ამბავი არ იცის, ჩემი აზრით.

 

 

ორი ღირსეული კონკურენტი, ვინც არჩევნების შემდეგ გამარჯვება მოგვილოცა - თავისუფალი დემოკრატი" ბატონი თემურ სალუქვაძე და ..." - წერს არჩილ თალაკვაძე.



 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner