ბრაზილიის ქალაქ ბოა ვისტას ერთ-ერთ ციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს, როცა პატიმრების ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს დაუპირისპირდა, სულ მცირე 25 პატიმარი დაიღუპა.
„BBC"-ის ცნობით, 7 პატიმარს თავი მოჰკვეთეს, 6 კი ცოცხლად დაწვეს.
ბუნტის დროს პატიმრებმა ციხეში მისული 100-ზე ვიზიტორი ტყვედ აიყვანეს, მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა.
„BBC"-ის ცნობით, აღნიშნულ ციხეში, რომელიც 740 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად 1 400 ადამიანი იხდის სასჯელს.
ბრაზილია პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნის მასშტაბით 600 000 ადამიანი იხდის სასჯელს.