logo_geo
eng_logo
ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში მომხდარი დაპირისპირებისას 25 პატიმარი დაიღუპა
- +

17 ოქტომბერი. 2016. 12:07


 


ბრაზილიის ქალაქ ბოა ვისტას ერთ-ერთ ციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს, როცა პატიმრების ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს დაუპირისპირდა, სულ მცირე 25 პატიმარი დაიღუპა.

 „BBC"-ის ცნობით, 7 პატიმარს თავი მოჰკვეთეს, 6 კი ცოცხლად დაწვეს.



ბუნტის დროს პატიმრებმა ციხეში მისული 100-ზე ვიზიტორი ტყვედ აიყვანეს, მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა.



„BBC"-ის ცნობით, აღნიშნულ ციხეში, რომელიც 740 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად 1 400 ადამიანი იხდის სასჯელს.


ბრაზილია პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნის მასშტაბით 600 000 ადამიანი იხდის სასჯელს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner